ევროვიზია 2018-ის ქართველი მონაწილეები, ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ წევრები ლისაბონში გაემგზავრნენ.
როგორც კონკურსის მონაწილეებმა გამგზავრებამდე განაცხადეს, მათ იმედი აქვთ, რომ სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდებიან.
ჯგუფ „ირიაოს“ წევრებთან ერთად, ლისაბონში ასევე გაემგზავრა რეჟისორი ზაზა ორაშვილი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ნათია მშვენიერაძე.
პირველ რეპეტიციებს „ალტიჩე არენას“ სცენაზე ქართველი კონკურსანტები 2 და 5 მაისს გაივლიან. 10 მაისს კი „ირიაო“ მაყურებლის წინაშე მეორე ნახევარფინალურ ტურში იმღერებს.
მეორე ნახევარფინალში მონაწილეობას 18 კონკურსანტი მიიღებს. მაყურებელი და ჟიური მათ შორის საუკეთესო ათეულს შეარჩევს, რომელიც ფინალში 12 მაისს იმღერებს.
წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს. ჯგუფი „ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.