„ევროსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის აგვისტო-ნოემბერში ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1 პროცენტით შემცირდა
2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1 პროცენტით შემცირდა. მონაცემებს „ევროსტატი“ აქვეყნებს.
„2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1 პროცენტით შემცირდა, 2017-2021 წლებში, იმავე თვეებში (აგვისტო-ნოემბერი) ბუნებრივი აირის საშუალო მოხმარებასთან შედარებით“, – წერს „ევროსტატი“.
„ევროსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებამ 18 წევრ სახელმწიფოში 15 პროცენტის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა, ზოგიერთში კი – 40 პროცენტს. ყველაზე მეტად გაზის მოხმარება შემცირდა ფინეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. ექვსმა ქვეყანამ ბუნებრივი აირის მოხმარება შეამცირა, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწიეს 15-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს.
„ევროსტატის“ მონაცემებით, მალტასა და სლოვაკეთში კი ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზარდა.