„ევროსტატის“ ინფორმაციით, ევროზონაში ინფლაციამ რეკორდულ, 9.1-პროცენტიან მაჩვენებელს მიაღწია
„ევროსტატის“ ინფორმაციით, ევროზონაში ინფლაციამ რეკორდულ, 9.1-პროცენტიან მაჩვენებელს მიაღწია

ევროზონაში ინფლაციამ რეკორდულ, 9.1-პროცენტიან მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის სტატისტიკური სამსახური, „ევროსტატი“ ავრცელებს.

მათი მონაცემების მიხედვით, ევროზონაში სამომხმარებლო ფასები აგვისტოს თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,1 პროცენტითაა გაზრდილი. ყველაზე მეტად გაძვირდა ენერგომატარებლები, საკვები პროდუქტები, ალკოჰოლი და თამბაქო.

შეგახსენებთ, ევროზონაში შედის ბელგია, გერმანია, ესტონეთი, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ავსტრია, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია და ფინეთი. ამასთან, აგვისტოს ბოლოს ევროს კურსი ბოლო 20 წელიწადში ყველაზე დაბალია.