ევროსაბჭოში ესპანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და იმედოვნებს, რომ ქვეყანა საბოლოო მიზანს სწრაფად მიაღწევს
ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს და მიიჩნევს, რომ თქვენი ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ ესპანეთის პარლამენტის წევრმა, ევროსაბჭოში ესპანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო გუტიერეს ლიმონესმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ესპანეთს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოსთან.
„ვფიქრობ, ევროსაბჭოდან ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, მათ შორის სწრაფი რეფორმების გატარებაში. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან ამ საკითხში. დიდი იმედი მაქვს, საქართველო სწრაფად გაივლის ამ გზას და მიაღწევს საბოლოო მიზანს“, – განაცხადა ანტონიო გუტიერეს ლიმონესმა.