ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ წევრ ლუკა ვოლონტეს საერთაშორისო კორუფციისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ წევრს, ყოფილ იტალიელ დეპუტატ ლუკა ვოლონტეს საერთაშორისო კორუფციისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
როგორც იტალიური გამოცემები წერენ, მილანის სასამართლომ ის 2012-2013 წლებში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარეობის დროს ორი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსისგან ქრთამის სახით 500 ათასი ევროს მიღებაში ცნო დამნაშავედ.
გამოძიების მტკიცებით, აღნიშნული თანხა ლუკა ვოლონტემ აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ მიიღო. ამასთან, იტალიელ პოლიტიკოსი კიდევ 1,8 მილიონი ევროს ოდენობის ქრთამის აღების საქმეზე გაამართლეს. თავად ლუკა ვოლონტე ბრალს არ აღიარებს.
„მე დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში“, – განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.
ლუკა ვოლონტე იტალიის პარლამენტის წევრი „ქრისტიან-დემოკრატებისა და ცენტრისტ დემოკრატთა კავშირიდან“ 1996-2013 წლებში იყო. 2010-2013 წლებში ის ევროსაბჭოში ევროპის სახალხო პარტიის „ქრისტიან-დემოკრატების“ ჯგუფის თავმჯდომარე იყო.