ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე განცხადებას ავრცელებენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე განცხადებას ავრცელებენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ტიტუშ კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს რეგიონ აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არის უკანონო და არალეგიტიმური. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ეს ე.წ. არჩევნები აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ხალხის გაერთიანების ნაცვლად, მხოლოდ უფრო მეტად ჰყოფს მათ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავგმოთ ეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები 2019 წლის 17 და 18 სექტემბერს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ. მათი ვიზიტი ქვეყანაში სადამკვირვებლო პროცედურის ფარგლებში განხორციელდება.