ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ დავაზეც არის საუბარი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 105 ხმით 20-ის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში დაამტკიცა.
დოკუმენტი მოუწოდებს წევრ ქვეყებს, დააჩქარონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და დაკისრებული კომპენსაციების გადახდა.
დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს დაახლოებით ხუთი ათასი გადაწყვეტლების აღსრულებას უწევს ზედამხედველობას.
იმის მუხედავად, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსახილველი საქმეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, სტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით ბევრი გადაწყვეტილება ათ წელზე მეტია, შეუსრულებელია. აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტი შესრულებელი გადაწყვეტილება აქვს რუსეთს, თურქეთს, უკრაინას, რუმინეთს, უნგრეთს, იტალიას, საბერძნეთს, მოლდოვას, აზერბაიჯანსა და ბულგარეთს.
ანგრიშში საუბარია დავაზე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრამდე რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, დაპატიმრებასა და დეპორტაციას ეხება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის სულ მცირე 1 500 მოქალაქისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია დააკისრა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 1 369-ე სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპენსაცია ჯერ კიდევ არ იყო გადახდილი და ხაზი გაუსვა კონვენციის 46.1 მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდის უპირობო ვალდებულებას.
კომიტეტმა ასევე მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ დაიწყოს დეტალური კონსულტაციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოსთან ვადაგადაცილებისთვის დარიცხული პროცენტებით კომპენსაციის გადახდის პირობებთან დაკავშირებით.