ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების უპირობოდ დადასტურებას მხარი დაუჭირა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების უპირობოდ დადასტურებას მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 107-მა წევრმა, 36 წინააღმდეგ წავიდა, 24 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უკრაინის დელეგაციის მოთხოვნით გასაჩივრდა. ამ მოთხოვნას მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე დელეგაციამ, მათ შორის, საქართველომაც დაუჭირა. მოგვიანებით მონიტორინგის კომიტეტმა ამ საკითხზე მოამზადა ანგარიში, რომელშიც ავსტრიელი დეპუტატი შტეფან შენახი გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენის მიზნით, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უპირობოდ ცნონ. ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის წევრებმა ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.