ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა  
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა  

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

როგორც პარტიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს შესწორება მაგნიტსკის სიის შესახებ რეზოლუციაში შევიდა და ევროპელ კოლეგებთან ერთად „ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნოდა.

„აქამდე ამ სიას მხარდაჭერა ევროპარლამენტსა და აშშ-ს კონგრესშიც გამოუცხადეს. მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული პირები ვერ უნდა ახერხებდნენ თავისუფლად გადაადგილებას. სწორედ ამას უზრუნველყოფს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ევროპული საქართველო გააგრძელებს მუშაობას ამ სიის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის. ყველა დამნაშავე უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და უნდა დაისაჯოს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ თემას და იმუშაოს ამ სიის მეტი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციაში.