ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად ოფიციალურად გამოაცხადა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა.
ეს არის ევროპის საბჭოს პირველი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც დნესტრისპირეთი ამიერიდან მოხსენიებული იქნება, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია.
მედიის ცნობით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად ოფიციალურად აღიარებას აპირებდა. როგორც მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, ამ ინიციატივას მხარს უჭერდნენ ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის საქართველოს, უკრაინის, რუმინეთის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის დელეგაციები.