ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრის დროს უმრავლესობამ ხორვატიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს დაუჭირა მხარი. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი კონკურენტი ბელგიის ვიცე-პრემიერი დიდიე რეინდერსი იყო.
სიტყვით გამოსვლის დროს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პოსტზე ყოფნის დროს ორგანიზაციის მიზნების განხორციელებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის არჩევასთან ერთად დღეს საპარლამენტო ასამბლეაზე შეზღუდვების გარეშე, რუსეთის ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცეს. გადაწყვეტილებას მხარი 116-მა დეპუტატმა დაუჭირა, 62 წინააღმდეგი იყო. 15-მა კი, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.