„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა
„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან როგორც ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმებული კანდიდატები, ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრები.
მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები არიან: 1. ხონი – ზურაბ ჯიბუხაია; 2. თერჯოლა – ზურაბ ბუცხრიკიძე;
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატები იქნებიან: 1. ამბროლაური – მაია კაციტაძე; 2. ახალქალაქი – არსენ კარაპეტიანი; 3. მარნეული – აჰმედ იმამკულიევი; 4. ახალციხე – ზურაბ სადათიერაშვილი; 5. გორი – ეთერ ჯალაღანია; 6. ხობი – მარიამ შონია; 7. სამტრედია – ჟუკიანა ფოფხაძე; 8. თეთრიწყარო – ნინო დავითაშვილი; 9. კასპი – აკაკი (კახა) გეჯაძე.
საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები არიან: 1. ბათუმი – ვახტანგ კალოიანი; 2. ფოთი – ვახტანგ დარცმელიძე; 3. საჩხერე – კობა მოდებაძე.
„ევროპული საქართველოს“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები იქნებიან: 1. დუშეთი – მერი ფოლადაშვილი; 2. ხობი – მამუკა ჭოხონელიძე; 3. სამტრედია – ავთანდილ სტურუა.
რუსთავში ვიცე-მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატია ინგა სიხარულიძე.