„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი წარუდგინა
„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი წარუდგინა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
„თქვენ ხედავთ, რამდენი ადამიანია მოსული, როგორია განწყობა – ძალიან ენერგიული, პოზიტიური, საბრძოლო. ეს გვაჩვენებს, რომ ვერანაირი ძალადობით ხელისუფლება ადამიანების დაშინებას ვერ შეძლებს. ვერ შეძლებს, ხმა მიაცემინოს იმ გაჭირვებისა და უიმედობის გაგრძელებისთვის, რომელშიც ხალხი ცხოვროვდა დღემდე. განწყობა არის კარგი. მოსახლეობა ელოდება ცვლილებებს. ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, მოსახლეობას მოვუტანოთ სწორედ ის გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.