„ევროპულმა საქართველომ“ ლეღვთახევში რუსული ოკუპაციის ამსახველი სლაიდშოუ წარადგინა
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ლეღვთახევში სლაიდშოუ წარადგინა, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციას ეძღვნებოდა.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტა. როგორ მან აღნიშნა, მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ, მთელმა საზოგადოებამ უნდა გამოვთქვათ პროტესტი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
„დღევანდელი აქციით ვაპროტესტებთ რუსეთის ორასწლოვან ბრძოლას საქართველოს წინააღმდეგ. ბრძოლა დაიწყო 1801 წელს საქართველოს სამეფოს პირველი ანექსიით, შემდეგი იყო საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმება 1921 წელს, 9 აპრილი 2008 წელი – ყველაფერი ეს არის 200-წლოვანი ბრძოლა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ, გვინდა, მკაფიოდ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო და ქართველები არასდროს შევეგუებით ოკუპაციას, არასდროს შევეგუებით ჩვენი სამშობლოს დაპყრობას და ჩვენი მიწების დაკარგვას. ამიტომ, მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ, მთელმა საზოგადოებამ უნდა გამოვთქვათ პროტესტი. თუ ქართველები ვიქნები ერთად, აუცულებლად ნაბიჯ-ნაბიჯ გავამთლიანებთ ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ღონისძიების ბოლოს ჰაერში გაუშვეს ფრანები წარწერებით „არა ოკუპაციას“ და „Stop Russia“.