ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება დაამტკიცა
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება დაამტკიცა. აღნიშნული თანხა საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებას მოხმარდება.
„ეს დახმარება მოხმარდება საქართველოს ფინანსურ საჭიროებებს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ სტაბილურობის და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას“, – ნათქვამის დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დახმარებას საქართველო გარკვეული ფინანსური პირობებით მიიღებს. ეს მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა შესრულების ვადები წინასწარ იქნება გაწერილი საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის მემორანდუმში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა, არსებული დეფიციტისა და მაღალი საგარეო ვალის გამო, მოწყვლადია.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ევროკავშირის დახმარების მესამე პაკეტი, რომელსაც საქართველო 2008 წლის რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ მიიღებს.