ევროპული სასამართლო- ინტერნეტში განთავსებული ფოტოების გავრცელება ავტორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია
ევროკავშირის სასმართლოს გადაწყვეტილებით, ინტერნეტში განთავსებული ფოტოების უნებართვოდ გავრცელება ან მათი დაბეჭდვა დაუშვებელია. მოსამართლეთა განჩინებაში ნათქვამია, რომ სურათის გავრცელებამდე ინტერნეტ მომხმარებლებმა ფოტოს ავტორისგან ნებართვა უნდა მიიღონ.
გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნებართვა იმ შემთხვევაშიც არის აუცილებელი თუ ეს ფოტო ინტერნეტში თავისუფლად არის ხელმისაწვდომი.
„იმ ფოტოების ხელახალი გამოქვეყნება, რომლებიც მანამდე ავტორის თანხმობით, თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი ინტერნეტში, ხელახალ ნებართვას მოითხოვს“, – ნათქვამია ვერდიქტში.
საქმე სკოლის მოსწავლეს ეხებოდა, რომელმაც ერთ-ერთ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფოტო საკუთარი პროექტისთვის გამოიყენა, შემდეგ კი აღნიშნული სურათი სკოლის ვებ გვერდზე მოხვდა. ფოტოს ავტორმა სკოლას მისი ნამუშევრის უკანონოდ გამოყენებისთვის უჩივლა და კომპენსაცია მოითხოვა.
სასამართლო დაეთანხმა ფოტოგრაფის არგუმენტს და დაადგინა, რომ ევროკავშირის დირექტვივების მიხედვით, სკოლას ფოტოს გამოქვეყნებამდე ავტორისგან ნებართვა უნდა მიეღო.