„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვეს
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს.
პლენალური სხდომის დაწყებისას მათ დარბაზში პროტესტი გამოხატეს, რის შემდეგაც დარბაზიდან გავიდნენ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია სხდომაზე სასტვენითა და წარწერიანი – „სირცხვილია“ მაისურით მივიდა. ხოშტარიამ სტვენა დაიწყო, რაშიც მას პარტიის სხვა წევრებიც შეუერთდნენ.
სხდომაზე იმყოფებოდა ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ რამდენიმე აქტივისტი.
ამასთან, პარლამენტის შენობის გარეთ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.