„ევროპული საქართველოს“ წევრებმა ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს კარზე ბოქლომის დადება ვერ შეძლეს [ფოტო-ვიდეო]

ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ხმაური და დაპირისპირება იყო.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა შენობის კარზე ბოქლომის დადება სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

შენობაში იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წევრები და რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც გააპროტესტეს ოპოზიციის ქმედება. ხმაური და დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

„ესაა „ქართული ოცნების“ სახე, რომელსაც მალე დავამთავრებთ. ხელისუფლებამ „გადააგდო“ ქართველი ხალხი, ეს მათ არ შერჩებათ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მიშა გოგოტიშვილმა.

ამ დროისათვის ადგილზე სიმშვიდეა. მობილიზებულია პოლიცია.