„ევროპული საქართველოს“ წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ
„ევროპული საქართველოს“ წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ.

გიგა ბოკერია, სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის, წარმომადგენელთა პალატის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასა“ და უკანონო ბორდერიზაციაზე ისაუბრეს.

ამასთან, როგორც ცნობილია, საუბრის თემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს შიდა გამოწვევები იყო.

სენატორი ტომ კოტონი, კონგრესმენები ჯერალდ კონორი, სტივ ვომაკი, პოლ კუკი, ადამ კინსზინგერი, დევიდ ფრაისი – აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს სწორედ ამ წარმომადგენლებს შეხვდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.