„ევროპული საქართველოს“ წევრები მერის მოადგილეს და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელს ხვდებიან
„ევროპული საქართველოს“ წევრები მერის მოადგილეს და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელს ხვდებიან

თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ევროპული საქართველოს” სხდომა მიმდინარეობს.

შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა მუმლაძე ესწრებიან.

ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელის, გოკა გაბაშვილის თქმით, მათ მერიისგან დამატებითი ინფორმაციის მიღება სურთ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში მომხდარ ფაქტზე. მისივე განცხადებით, შეკითხვები შეეხება სხვა რეაბილიტირებულ მეტრო-სადგურებსაც, მოხდება თუ არა დამატებითი კონტროლი.

ტაქსების ლიცენზირებაზე მერის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, ოპოზიციას აინტერესებს, რა გეგმები აქვს თვითმმართველ ორგანოს ტაქსების რეგულაციებზე და რა გზით აპირებს მერია მუნიციპალური ტრანსპორტის, 100 ახალი ავტობუსის შემოყვანას.