„ევროპული საქართველოს” წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს” წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
„ევროპული საქართველოს“ წარმოამდგნლების თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეისწავლეს კანდიდატების წარსული სამოსამართლო საქმიანობა და სწორედ ამ ინფორმაციას წარუდგენენ დეპუტატებს.
ასევე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, როგორ უნდა განხორციელდეს სასამართლოს მეოთხე ტალღა.
„ევროპული საქართველოს სამივე ფრაქცია დღეს ვხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ ძალიან მოცულობითი სამუშაო გასწიეს, შეისწავლეს კანდიდატთა პორტფოლიოები, მათი განხილული საქმეები, ასევე ფინანსური მხარე. „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის მძიმე კრიზისში, მას მართავს პირთა გარკვეული ჯგუფი ე.წ. კლანი, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას ბიძინა ივნიშვილისადმი. ეს არის მანკიერი სისტემა რომელიც უნდა შეიცვალოს, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში, ამის მოლოდინი არ გვაქვს. „ევროპული საქართველოს“ მიზანი ამ პროცესში არის ის, რომ საზოგადოებამ შეაფასოს, რა კანდიდატები წარმოადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ“, – განაცხადა დეპუტატმა ოთარ კახიძემ.
რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მათთან გასაუბრების შემდეგ მიიღებენ.