„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს ქობულეთში შეხვდა
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ქობულეთში შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, აჭარაში განსაკუთრებით დგას თურქეთში სამუშაოდ წასული ადამიანების პრობლემა.
ადგილობრივების განცხადებით, დაბალი ანაზღაურებისა და უმძიმესი პირობების გარდა, ბევრი ისეთი საკითხია მოსაგვარებელი, რომელზეც ხელისუფლება ყურადღებას არ იჩენს.
„ევროპული საქართველოს“ ცნობით, მოსახლეობა ამბობს, რომ მუდმივად რიგებია საბაჟოზე და ხოფაში, სადაც ქართველების დიდი ნაწილი მუშაობს, არ არის საკონსულო დაწესებულება.