„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ფოთში მხარდამჭერებს ხვდება
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ფოთში მხარდამჭერებს ხვდება.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ უმუშევრობის, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პრობლემებთან ერთად, ფოთში განსაკუთრებით დგას უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებების საკითხი.
დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
ბაქრაძემ პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.
პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, 28 ოქტომბრის არჩევანი არ ეხება პრეზიდენტობის კანდიდატებს, ეს არის ხალხის არჩევანი, რომელთაც უნდა გადაწტყვიტონ, როგორი პრეზიდენტი ეყოლება საქართველოს, კაბინეტში ჩაკეტილი და ფურცელს ამოფარებული თუ ხალხის პრობლემების მომგვარებელი.
ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.