„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოზე შუალედური არჩევნების საკითხი და პარტიის პოლიტიკური გეგმები განიხილეს
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე 28 აპრილის შუალედური არჩევნების საკითხი და პარტიის პოლიტიკური გეგმები განიხილეს.
პარტიის ლიდერების განცხადებით, მთავარ ამოცანად მათთვის ამომრჩევლების დარწმუნება რჩება, რომ ისინი მივიდნენ უბანზე და ხმა მისცენ მათთვის სასურველ ოპოზიციურ კანდიდატს.
მათი თქმით, ხობისა და ვანის მოსახლეობის უმეტესობა მოქმედი ხელისუფლებით უკმაყოფილოა.
„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის მზაობას აცხადებს.
დღევანდელ პოლიტსაბჭოზე ასევე განიხილეს პარტიის ცენტრალური ადმინისტრაციის სტრუქტურის, რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების დებულებების დამტკიცება და სხვა მიმდინარე საკითხები.