„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია იმართება
„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია იმართება

პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ხმაურია. ახალგაზრდების ჯგუფი მორიგ აქციას მართავს.

აქტივისტები დეპუტატების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისგან მანდატების დატოვებას და პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, უკვე მეხუთე დღეა, მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და იქამდე გაგრძელდებამ ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა „ევროპული საქართველოს“ კარზე სტიკერები წარწერით – „სიტყვით ევროპელები, საქმით ოკუპანტები“ გააკრეს. ახალგაზრდების ჯგუფი ელენე ხოშტარიასთან და ირმა ნადირაშვილთან შეხვედრას ითხოვს.