„ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდებმა მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერება გააპროტესტეს.
აქციაზე შეკრებილებმა პარტიის ოფისის კარებსა და კედლებზე სტიკერები გააკრეს და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატის დატოვებისკენ მოუწოდეს. მათი განმარტებით, მშვიდობიანი აქციები ამ მოთხოვნით კვლავ გაგრძელდება.
„აქციები უკვე ორი კვირაა, გრძელდება. ელენე ხოშტარიას საჩუქრად ვუტოვებთ კომუნისტურ მედლებს, ერთ-ერთზე არის წარწერა, „კომუნისტური შრომის დამრტყმელი“. მოვუწოდებთ ქალბატონ ელენეს, დატოვოს მანდატი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.