„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია გაიმართა
„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია გაიმართა

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია გაიმართა. ახალგაზრდების ჯგუფმა ოფისის კედლებზე პოსტერები გააკრეს, წარწერით „სიტყვით ევროპელები – საქმით რუსები“.

შეკრებილები „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა კანონი დაარღვიეს.

„ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დაარღვიეს კანონი და ვითხოვთ, რომ მათ დატოვონ მანდატი და მინიმუმ, ბოდიში მოიხადონ. დღეს საქართველოში ისე, როგორც არასდროს ვგრძნობთ ევროკავშირის მხარდაჭერას და პარალელურად ვხედავთ მსგავს საკითხებს, რომელიც რუსეთის წიქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.