„ევროპული საქართველოს“ დეპუტატ ზაზა კედელაშვილსა და მანდატურის სამსახურის უფროსს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
შესვენების გამოცხადების მიზეზი „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ ზაზა კედელაშვილის პროტესტი გახდა.
დეპუტატი მანდატურის სამსახურის უფროსს დაუპირისპირდა, რაც რეგისტრაციის გავლის საკითხს ეხებოდა. კერძოდ, დეპუტატმა მანდატურის უფროსს მიმართა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ რეგისტრაციის გავლაც ისევე გააკონტროლოს, როგორც ამას ოპოზიციონერი დეპუტატების შემთხვევაში აკეთებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა.
„ზაზა კედელაშვილმა ჩათვალა, რომ შენიშვნა არასწორად მისცეს. ზაზა კედელაშვილს ჰქონდა პრეტენზია მანდატურის სამსახურის უფროსის მიმართ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ დეპუტატები ერთმანეთის პულტებით გადიან რეგისტრაციას.