„ევროპული საქართველოს“ აქტივისტებმა გორში საპროტესტო მსვლელობა გამართეს
„ევროპული საქართველოს“ აქტივისტებმა გორში საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
მსვლელობის მონაწილეებმა მოქალაქეებს 8 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.
„დღევანდელი აქცია-მსვლელობით ვაპროტესტებთ ამ ხელისუფლების უმსგავსო ქმედებას, რაც არჩევნების გაყალბებაში გამოიხატა. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ დავიცავთ თითოეული მოქალაქის ხმას და ხვალ თბილისში გავაპროტესტებთ, რათა ხმა მივაწვდინოთ იმ ბნელ მხარეს, რასაც ხელისუფლება ჰქვია“, – განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით მახნიაშვილმა.