„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა
„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა.
აქციის მონაწილეებს ბუშტებზე სიმბოლურად მანდატები ჰქონდათ დამაგრებული. როგორც ისინი აცხადებენ, პარლამენტის მუშაობა არალეგიტიმურია, ხოლო ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი და მანდატებზე უარის თქმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.
„ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ ივანიშვილის მიერ გაყალბებულ არჩევნებს, ხელოვნურად გამწვავებულ პოლიტიკურ კრიზისს და შემდეგ უკვე მისი მიმალვისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას. დღევანდელ პარლამეტში შესვლა აზრს უკარგავს არჩევნების მნიშვნელობას, რადგან ივანიშვილმა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქართველ ხალხს მოპარა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. შესაბამისად, ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმა, ბოიკოტი და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ერთადერთი რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილებაა, შექმნილი არასასურველი ვითარების განსამუხტად. ამასთან, უნდა დაკმაყოფილდეს დანარჩენი ორი პირობაც – საარჩევნო სისტემის ცვლილება და პოლიტპატიმართა გათავისუფლება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.