„ევროპული საქართველო” რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს ამზადებს
„ევროპული საქართველო” რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს ამზადებს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, საფრთხე, რომელიც ჩრდილოეთიდან მოდის, ძალიან სერიოზულია.
„საფრთხე იარსებებს, ვიდრე ჩვენ, მთელ რეგიონსა და მთელ თავისუფალ სამყაროს გვაქვს გამოწვევა, რასაც რუსეთი დღევანდელი სახით და პუტინის რუსეთი ჰქვია. ეს გრძელვადიანი საფრთხეა და გრძელვადიანი ბრძოლისთვის მზად უნდ ვიყოთ. ჩვენი პრობლემაა არა მხოლოდ ის, რომ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ეფექტური ინსტრუმენტები ვერ შექმნა, არამედ ჩვენი პრობლემაა, რომ ხელისუფლება ამ პროპაგანდის გაძლიერებაში ხშირად პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს. სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ 2008 წელს საქართველომ ომი დაიწყო, ამ ნარატივის გაძლიერებაა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ღიად პირდაპირ პარტნიორებად გამოაცხადა პროპუტინული ძალები, ისინი „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტში შესვლაში დაეხმარნენ.
„საკუთარი უმრავლესობის შიგნით ფრაქციას „მრეწველებს“ უქმნიან, რომელიც ღიად ანტიდასავლური ძალაა. მერე კანონს ცვლიან, რომ მათ ფული მიუვიდეთ. ეს ყველაფერი ჩვენი გამოწვევაა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია მოვახდენთ კონკრეტული კანონპროექტის ინიცირებას. კანონპროექტი საქართველოში პირდაპირ აკრძალვას იმ ტიპის ფულის ხარჯვას, რომელიც ფორმალურად კრემლთანაა დაკავშირებული”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.