„ევროპული საქართველო“ პარლამენტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს

„ევროპული საქართველო“ დღეს პარლამენტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ უნდა შეიქმნას, რომლის მიხედვითაც სანქციები უნდა შეეხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობებში არიან ეჭვმიტანილები.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავთ ბაქრაძემ განაცხადა, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში მკვლელობამ კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა, რამდენად დაუცველები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მიმდებარე რაიონებში ცხოვრობენ.​

„ტატუაშვილის მკვლელობამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა სეპარატისტული ხელისუფლებები და მათი მმართველები რუსეთიდან თავს რამდენად თავგასულად და დაუსჯელად გრძნობენ. ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება სპეციფიურ ზომებს არ გადადგამს, ჩვენ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას ვერასდროს ვერ შევძლებთ. „ევროპული საქართველო” სპეციალური, სანქციების სიის გაკეთების ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც ჩვენ “ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას” ვუწოდებთ. საერთაშორისო მასშტაბით ასეთი სანქცირება და ასეთი სია მიღებული პრაქტიკაა.ინიციატივით გამოვდივართ და ვიმედოვნებთ, რომ მთავრობასთან და მმართველ გუნდთან კონსტრუქციული კონსულტაციები შედგება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამ საკითხზე კონსულტაციებისთვის “ ევროპული საქართველო” პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს იბარებს.