„ევროპული საქართველო“ ითხოვს, ზოგადი უნარების გამოცდების ჩატარება კანონის დონეზე იყოს სავალდებულო
„ევროპული საქართველო“ საკანონდებლო წინადადებით გამოდის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარება სავალდებულო იყოს.
საპარლამენტო უმცირესობამ შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში უკვე მოამზადა, რომლის ინიცირება 11 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ზოგადი უნარების გამოცდების ჩატარება კანონის დონეზე სავალდებულო უნდა იყოს. ასევე პროექტში ნათქვამია, რომ სასწავლო გრანტის მინიჭებისას ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გათვალისწინება სავალდებულო უნდა იყოს.