„ევროპული საქართველო“ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად საბანაძემ დატოვა
„ევროპული საქართველო“ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზვიად საბანაძემ დატოვა, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც საბანაძემ აღნიშნა, მასთან ერთად, პარტია ათამდე აქტივისტმა დატოვა.
„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზვიად საბანაძემ.
კითხვაზე, უერთდება თუ არა რომელიმე პარტიას, საბანაძე აცხადებს, რომ არავის უერთდება, არამედ მიდის სახლში.
ამასთან, როგორც ზვიად საბანაძემ აღნიშნა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი წევრის მანდატით გააგრძელებს.