„ევროპული საქართველო“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დატოვა
„ევროპული საქართველო“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დატოვა. ამის შესახებ განცხადება ლევან ბაგრიმ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მან პარტიის დატოვების მიზეზებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მე ვტოვებ „ევროპული საქართველოს“ რიგებს, რადგან ჩემთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. შესაბამისად, ვემიჯნები საერთოდ პოლიტიკას და ვაპირებ, ჩავეხსნა ამ სიტუაციას. მე ვიყავი „ნაციონალურ მოძრაობაში“, დავტოვე პარტია და მქონდა შეხედულება, რომ „ევროპული საქართველო“ იყო ცალკე პარტია და მესამე ძალა. მაგრამ რეალურად ეს ასე არ მოხდა. ჩვენ ვიცით, რომ სამი თვის წინ მოხდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მხარეები უნდა დახმარებოდნენ ერთმანეთს. მეგონა, მეორე ტურში დავით ბაქრაძე გადავიდოდა, ეს ასე არ მოხდა, შესაბამისად მივიღე ეს გადაწყვეტილება”- განაცხადა ლევან ბაგრიმ.