„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს

„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ახალ საბანკო რეგულაციებსა და მის შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჭარბვალიანობა მძიმე პრობლემა იყო, თუმცა ახალი რეგულაციების შედეგად მკვეთრად შემცირებულია საყოფაცხოვრებო მაღაზიების ბრუნვა და ისინი დახურვის პირას არიან.

დეპუტატის განცხადებით, ახალი რეგულაციების შედეგად ყველა მსხვილი სამშენებლო კომპანია მშენებლობის შეჩერების რისკის წინაშე დადგა.

დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციებით საშუალო ფენა ზარალდება, რომელსაც ქვეყანა უნდა ეხმარებოდეს. დეპუტატი ამბობს, რომ ახალი შეზღუდვები ქვეყანაში უმუშევრობას გაზრდის.

„პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მოვიდეს და თქვას, რა შედეგები მოიტანა მის მიერ შემოღებულმა რეგულაციებმა”, – განაცხადა ბაქრაძემ.