„ევროპული საქართველო“ 16 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს
„ევროპული საქართველო“ 16 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის სრული უფლება.
„ევროპული საქართველო“ ამ აქციებში არ მონაწილეობს. გააზრებულად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენს მოქალაქეებს ცრუ მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ, როდის და რა შედეგი შეიძლება დადგეს. ჩვენი ფოკუსი მიმართული იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლასა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ლეგიტიმური ზეწოლის მობილიზებაზე”, – განაცხადა ბოკერიამ.