ევროპული საბჭოს შენობასთან აქციაზე 4500 წყვილი ფეხსაცმელი გამოფინეს
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ევროპული საბჭოს შენობასთან 4500 წყვილი ფეხსაცმელი გამოფინეს. მათი თქმით, ეს ფეხსაცმელი სიმბოლურად გამოხატავს გასული 10 წლის განმავლობაში, ღაზის სექტორში მოკლულ მოქალაქეებს.
აქტივისტების თქმით, ფეხსაცმელი მათ ევროპის მოქალაქეებმა გადასცეს და მათ შეგროვებას ერთი კვირა მოანდომეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს გააკეთოს მეტი, რათა დაიცვას პალესტინელების სიცოცხლე.
აღსანიშნავია, რომ იმპროვიზირებული მემორიალი ბრიუსელში მაშინ მოაწყვეს, როდესაც ევროპული საბჭოს შენობაში ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ.
გაეროს ცნობით, 2008 წელს ღაზის სექტორში ომის შედეგად 4500 ადამიანი დაიღუპა. თუმცა აქტივისტები ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლო მეტი იყოს.