საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.
შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.