ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო მას შემდეგ დამტკიცდება, რაც ეს ქვეყნები ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შეასრულებენ
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო მას შემდეგ დამტკიცდება, რაც ეს ქვეყნები ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შეასრულებენ

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო მას შემდეგ დამტკიცდება, რაც უკრაინა და მოლდოვა ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შეასრულებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

„ევროკავშირის საბჭო გამოდის შეთავაზებით, რომ საბჭომ დაამტკიცოს უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით შესაბამისი მოლაპარაკებების ჩარჩო დაამტკიცოს მას შემდეგ, რაც გადადგმული იქნება შესაბამისი ნაბიჯები, რაც მოცემულია ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში“, – ნათქვამია პრესრელიზში.