ევროპული საბჭოს დასკვნა - ევროკავშირი განაგრძობს მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც მათ წინაშე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად
ევროპული საბჭოს დასკვნა - ევროკავშირი განაგრძობს მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც მათ წინაშე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად

ევროკავშირი განაგრძობს მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც მათ წინაშე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში.

„ევროპული საბჭო ასევე იღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, იმის გათვალისწინებით, რომ გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით“,- ნათქვამია დასკვნაში.

ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.