„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარია პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას თავად გააკეთებს
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარია პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას თავად გააკეთებს

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარია პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას თავად გააკეთებს.

პარტიის წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, პარტიაში დაპირისპირებას არ ყოფილა და ხოშტარია საკუთარ გადაწყვეტილებაზე თავადს ისაუბრებს.

„როგორც ვიცი, ელენე ხოშტარია თვითონ აპირებს განცხადების გაკეთებას. დავუტოვოთ უფლება, თვითონ თქვას, რას აპირებს და როგორ აპირებს. ნამდვილად არ ვაპირებ, სხვის მაგივრად ვილაპარაკო. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, ეს შემიძლია, დაგიდასტუროთ. რაც შეეხება დანარჩენს, გაიგებთ დღის განმავლობაში. უაღრესად დადებითი პიროვნება, ჩემი ახლო ადამიანი და მეგობარია და ასეთად დარჩება, მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა, რასაც დღის განმავლობაში გაიგებთ“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს. ერთ-ერთი ვერსიით, ის არასამთავრობო ორგანიზაციაში გაგრძელებს საქმიანობას.

„ევროპული საქართველოს“ ოფისში პარტიის ლიდერების განცხადება 15:30 საათზეა ჩანიშნული.