„ევროპულ საქართველოსა“ და პარტია „ლელოს“ შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
„ევროპულ საქართველოსა“ და პარტია „ლელოს“ შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. დავით უსუფაშვილი და ბადრი ჯაფარიძე იმყოფებოდნენ „ევროპული საქართველოს“ ოფისში, სადაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.
დავით უსუფაშვილმა არ დააკონკრეტა, რა საკითხთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები. ამასთან, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, „ლელოს“ პოზიცია მალე გახდება ცნობილი.
„ჩვენი პოზიცია ოდნავ მოგვიანებით იქნება. სხვა საკითხებზე ვიყავით აქ. „ლელო“ თავის გადაწყვეტილებას მალე მოგახსენებთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.