ევროპულ ფესტივალ „ევროპალიაზე“ 2022 წელს საქართველო მთავარი სტუმრის სტატუსით წარდგება
კულტურის ცნობილ ევროპულ ფესტივალზე „ევროპალია“ (Europalia) 2022 წელს საქართველო სტუმარი ქვეყნის რანგში იქნება წარმოდგენილი. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელდა.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ ქართულ კულტურას კიდევ ერთი დიდი კულტურული პლატფორმა დაეთმობა. ცენტრი მზად არის, კულტურულ ფესტივალზე ლიტერატურული პროგრამის შედგენაში მიიღოს მონაწილეობა.
ფესტივალი „ევროპალია“ 1969 წლიდან იმართება და ბელგიასა და სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში არტ ბიენალეებსა და ასობით კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს. 2022 წელი ამ ფესტივალზე საქართველოს წელია და ევროპელ დამთვალიერებელზე და სტუმრებზეა გათვლილი.
მასპინძელი ქვეყნიდან მუსიკა, ხელოვნება, ლიტრატურა და თეატრი ყოველ წელს ევროპელების ყურადღების ცენტრში ექცევა და სხვადასხვა ქვეყნის არტისტებისა და ხელოვანების თანამშრომლობას უწყობს ხელს.
სამუშაო ჯგუფი საქართველოდან 2019 წელს შეიქმნება და ფესტივალზე წარსადგენად მოსამზადებელ სამუშაოებს დაიწყებს.