ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე კარენ დონფრიდი დაინიშნა
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე „მარშალის ფონდის“ ყოფილი დირექტორი კარენ დონფრიდი დაინიშნა. დონფრიდი ამ თანამდებობაზე ფილიპ რიკერს შეცვლის.
დონფრიდის კანდიდატურას სენატმა 28 სექტემბერს დაუჭირა მხარი. კარენ დონფრიდი გერმან მარშალის ფონდს 2014 წლის ხელმძღვანელობდა. იგი ტრანსატლანტიკური კავშირების განმტკიცების აქტიური მხარდამჭერია.
„აშშ-ის ალიანსების განმტკიცება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, ეხება ეს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლას, ეკონომიკურ თუ სოციალურ უთანასწორობას, კლიმატის ცვლილებებს, კორუფციას, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, აგრესიულ რუსეთს და ჩინეთს, კიბერ საფრთხეებს თუ ტექნოლოგიურ კონკურენციას. აშშ ყველაზე ეფექტურია, როდესაც ის მოკავშირეებთან თანამშრომლობს. ევროპაში ჩვენ გვყავს უახლოესი მოკავშირეები და პარტნიორები“,- განაცხადა დონფრიდმა სენატში გამართულ მოსმენაზე.
კარენ დონფრიდი 2011-დან 2014 წლამდე მუშაობდა აშშ-ის ეროვნულ სადაზვერვო საბჭოში, ასევე იყო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე და თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, ევროპის საქმეების უფროსი დირექტორი.