„ევროპის უნივერსიტეტი“ Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგშია
„ევროპის უნივერსიტეტი“ პრესტიჟული სარეიტინგო ბაზის – Times Higher Education (THE) Impact Rankings-ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგების 2022 წლის გამოშვებაში მოხვდა. ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
ყოველწლიურად Times Higher Education-ი აქვეყნებს უნივერსიტეტების საერთო რეიტინგს და ასევე მდგრადი განვითარების 17 მიზნისთვის შესაბამის ცხრილს, სადაც ნაჩვენებია უნივერსიტეტების პროგრესი თითოეული მიმართულებით.
Impact Rankings 2022 წარმოადგენს Times Higher Education-ის ზედიზედ მეოთხე გამოცემას და საერთო რეიტინგი მოიცავს 106 ქვეყნის/რეგიონის 1 406 უნივერსიტეტს. „ევროპის უნივერსიტეტი“ არის ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც შესულია Times Higher Education Impact Rankings 2022-ში.
„ევროპის უნივერსიტეტი“ საერთო რეიტინგში იკავებს 1001+ ადგილს და მდგრადი განვითარების ოთხ კატეგორიაში შემდეგ პოზიციებზეა:
SDG3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა / Good Health and Well-Being (601- 800)
მდგრადი განვითარების მესამე კატეგორიის გათვალისწინებით, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკისთვის, „ევროპის უნივერსიტეტი“ 41.5 – 53.2 შეფასებით 601-800 ადგილზეა.
SDG 4: ხარისხიანი განათლება / Quality Education (801 – 1000)
33.7 – 41.6 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი“ 801 – 1000 პოზიციაზეა მეოთხე კატეგორიაში, რომლის მიზანია უსაფრთხო, ინკლუზიური და პოზიტიური გარემოს შექმნა განათლებაში და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა ყველასთვის.
„ევროპის უნივერსიტეტმა“ მიიღო 40.4 – 56.1 შეფასება და მოხვდა 401 – 600 ადგილზე მეოთხე კატეგორიაში. SDG 16-ის მიზანია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის და ყველა დონეზე ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების ჩამოყალიბება.
SDG 17: პარტნიორობა მიზნების მისაღწევად / Partnerships for the Goals (1001+)
„ევროპის უნივერსიტეტი“ 1001+ ადგილზეა მე-17 კატეგორიაში, რომელიც ითვალისწინებს, ქვეყნებმა, შესაბამისი რესურსების გამოყენებით, გლობალური თანამშრომლობის საფუძველზე მიაღწიონ მდგრადი განვითარების 17 მიზანს.