ევროპის სტადიონებზე ამხანაგური მატჩები გაიმართა - ფრე უემბლიზე, საფრანგეთის მოგება, ექვსი გოლი ბრიუსელში
პარასკევს, ევროპის სტადიონებზე რამდენიმე საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა.
ლონდონში “უემბლიზე” ინგლისმა გერმანიას უმასპინძლა. ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა თითქმის მთლიანად მეორე შემადგენლობა ათამაშა და ამ გუნდმა 0:0 დაასრულა სპარინგი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე აკლდა ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი. გერმანიას ოთხი ზუსტი დარტყმა და 56 პროცენტი ბურთის ფლობა ჰქონდა, ინგლისმა მხოლოდ ერთხელ დაარტყა ზუსტად.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
ინგლისი: პიკფორდი – ჯონსი (25. გომესი), სტოუნზი, მაგუაირი – ტრიპიერი (72. უოკერი), ლივერმორი (86. კორკი), დაიერი, როუზი (71. ბერტრანდი) – აბრაჰამი (60. რეშფორდი), ლოფტუს-ჩიკი, ვარდი.
გერმანია: ტერ შტეგენი – გინტერი, ჰუმელსი, რიუდიგერი – კიმიხი, გიუნდოგანი (86. რუდი), იოზილი, ჰალშტენბერგი – დრაქსლერი, ვერნერი (73. ვაგნერი), სანე.
პარიზში “სტად დე ფრანსზე” საფრანგეთმა 2:0 დაამარცხა უელსი. მასპინძლების დიდი უპირატესობა (დარტყმები – 19:6, ზუსტი დარტყმები – 4:2) ანტუან გრიზმანისა (მე-18 წუთი) და ოლივიე ჟირუს (71) გოლებით გამოიხატა.
საფრანგეთმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
მანდანდა – ჟაიე (46. პავარი), კოსელნი, უმტიტი, კურზავა – მბაპე (84. ტოვენი), ტოლისო (46. ნ’ზონზი), მატუიდი, კომანი (74. მარსიალი) – გრიზმანი (63. ფეკირი), ჟირუ (74. ლაკაზეტი).
ბელგიის ნაკრებმა ბრიუსელში მიიღო მექსიკის ნაკრები და მაყურებელმა 6-გოლიანი მატჩი იხილა. ბელგია ორჯერ იგებდა ედენ აზარისა და რომელუ ლუკაკუს გოლებით, მაგრამ მექსიკამ ორივეჯერ გაათანაბრა: ჯერ გუადრადოს პენალტით და შემდეგ, ჰაროლდ ლოსანოს ზუსტი დარტყმით. მე-60 წუთზე ლოსანომ დუბლი შეასრულა და პირველად გაიყვანა წინ მექსიკა, მაგრამ ბელგიამ შეძლო გადარჩენა – ლუკაკუმ ლოსანოს მიბაძა და მანაც დუბლი მიითვალა – 3:3.
ბელგიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
კურტუა – ბოიატა, სიმანი, ვერმალენი – მონიე, დე ბრუინი (46. მერტენსი), ვიტცელი, ტილემანსი (46. დემბელე), შადლი – ე. აზარი (85. ტ. აზარი), ლუკაკუ (88. ორიჯი).