„ევროპის სახალხო პარტია“ - მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სათანადო კლინიკაში საქართველოში ან საზღვარგარეთ
„ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებულია ცნობებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ ცნობებით, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და უარესდება.
სახალხო დამცველის დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის უკანასკნელ ანგარიშში ნათქვამია, რომ სააკაშვილს აწუხებს გართულებების რთული ჯაჭვი – მდგრადი პოსტტრავმული სტრესული აშლილობით და ანორექსიით, რომელიც ხანგრძლივი შიმშილობის შემდგომ არაადეკვატური მკურნალობის შედეგად ჩამოუყალიბდა. ექსპერტთა ჯგუფი ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა სამედიცინო რეკომენდაცია, რამაც სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება გამოიწვია. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავრობაა. ეს არჩევანის საკითხი არაა, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.
ვგმობთ მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების ცილისმწამებლურ თავდასხმებს ოპოზიციაზე, სახალხო დამცველზე, დამოუკიდებელ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.
მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“, აღიაროს სიტუაციის სერიოზულობა და ის შესაძლო შეუქცევადი შედეგები. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სათანადო კლინიკაში საქართველოში ან საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნებით, სადაც მას შეუძლია, მიიღოს კვალიფიციური მკურნალობა და რეაბილიტაცია.
ყოფილი პრეზიდენტის არასათანადო მოპყრობა, მისი უფლებადაკარგულად გამოცხადება ან სიკვდილი, ლაკმუსის ქაღალდი გახდება საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაში, და ასევე მნიშვნელოვანი ევროპული მისწრაფებების ჭრილში“, – აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.