ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია" საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს
ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია" საქართველოში რეგიონული  წარმომადგენლობის  გახსნას გეგმავს

საბერძნეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ინსტიტუტის „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია“ დირექტორს სპირიდონ ფლორაიტისს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა სპირიდონ ფლოღაიტის ინიციატივას თბილისში, „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ რეგიონული ოფისის გახსნასთან დაკავშირებით.

სპირიდონ ფლოღაიტისის განცხადებით, ოფისის მიზანი რეგიონში, საქართველოს გავლით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით ევროპული ფასეულობების განმტკიცება დაგავრცელება იქნება.