ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ირლანდია - მკაცრად ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ირლანდია - მკაცრად ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება

მკაცრად ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე უკანონო ოკუპაციას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-14 წლისთავზე, ჩვენ მკაცრად ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე უკანონო ოკუპაციას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის განცხადებაში.